ENG

რეგიონული წარმომადგენელი- მარნეული / გარდაბანი / ამბროლაური / ოზურგეთი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე რეგიონული წარმომადგენლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:

  1. მარნეული;
  2. გარდაბანი;
  3. ამბროლაური;
  4. ოზურგეთი.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს რეგიონული წარმომადგენლისთვის სამუშაო სივრცის და საჭირო აღჭურვილობის გამოყოფას

ანაზღაურება: 200 – 300 აშშ დოლარი, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: რეგიონული ოფისების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  2. ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა;
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი და მათ შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება;
  4. რეგიონში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ანგარიშების, ბლოგებისა და სხვა წერილობითი მასალის მომზადება;
  5. შესრულებული საქმიანობის შესახებ მონაცემების შეკრება და თბილისის სათაო ოფისისათვის მათი რეგულარულად წარდგენა;
  6. წარმოშობილი საკითხების მოგვარებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა და განსხვავებული პირობებისადმი ადაპტაციის უნარი;
  7. მედიასთან  ურთიერთობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში ან სოციალური მეცნიერებების შესაბამის დარგში;
  2. ქართულ ენაზე თავისუფლად და ეფექტურად წერის უნარი;
  3. საჯარო გამოსვლის გამოხატული უნარი;
  4. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს საკანონმდებლო პროცესების მაღალ დონეზე ცოდნა;
  5. კომპლექსურ კვლევებზე მუშაობის გამოცდილება და ანალიტიკური  უნარები;
  6. კანდიდატი უნდა ავლენდეს ძლიერ მოტივაციასა და შემოქმედებით მიდგომას, აგრეთვე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულებასა  და სურვილს, ფლობდეს ინფორმაციას იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანასა და რეგიონზე ახდენს გავლენას;
  7. უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილებას.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ივლისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype-ის საშუალებით. თქვენი არჩევანის და სასურველი მდებარეობის შესაბამისად, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „რეგიონული წარმომადგენელი - მარნეული”, „რეგიონული წარმოამდგენელი - გარდაბანი“, „რეგიონული წარმოამდგენელი - ამბროალური“ ან „რეგიონული წარმოამდგენელი - ოზურგეთი“.

Job Duration: 05 June, 2019 - 01 July, 2019
Job Type: Permanent staff