ENG

რეგიონული წარმომადგენელი-მარნეული

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეგიონული წარმომადგენელის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს ერუდირებულ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ანაზღაურება: 200 – 300 აშშ დოლარი, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ლოკაცია: მარნეული (ორგანიზაცია უზრუნველყოფს რეგიონული წარმომადგენლისთვის სამუშაო სივრცის და საჭირო აღჭურვილობის გამოყოფას)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: რეგიონული ოფისების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  2. ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა;
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგი და მათ შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება;
  4. რეგიონში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ანგარიშების, ბლოგებისა და სხვა წერილობითი მასალის მომზადება;
  5. შესრულებული საქმიანობის შესახებ მონაცემების შეკრება და თბილისის სათაო ოფისისათვის მათი რეგულარულად წარდგენა;
  6. წარმოშობილი საკითხების მოგვარებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნა და განსხვავებული პირობებისადმი ადაპტაციის უნარი;
  7. მედიასთან  ურთიერთობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში ან სოციალური მეცნიერებების შესაბამის დარგში;
  2. ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად და ეფექტურად წერის უნარი;
  3. საჯარო გამოსვლის გამოხატული უნარი;
  4. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო პროცესების მაღალ დონეზე ცოდნა;
  5. კომპლექსურ კვლევებზე მუშაობის გამოცდილება და ანალიტიკური  უნარები;
  6. კანდიდატი უნდა ავლენდეს ძლიერ მოტივაციასა და შემოქმედებით მიდგომას, აგრეთვე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულებასა  და სურვილს, ფლობდეს ინფორმაციას იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანასა და რეგიონზე ახდენს გავლენას;
  7. მულტიდისციპლინურ იდეათა პრაქტიკული განხორციელების უნარი კვლევისა და ადვოკატირების საკითხში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტრატეგიული მიზნების ხელშესაწყობად;
  8. უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილებას.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. რეზიუმე / CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი. სამოტივაციო წერილი ასევე უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ რატომ აკმაყოფილებს განმცხადებელი ვაკანსიის მოთხოვნებს.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 17 მარტი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype-ის საშუალებით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -  „რეგიონული წარმომადგენელი -  მარნეული”.

Job Duration: 11 March, 2019 - 17 March, 2019
Job Type: Permanent staff