ENG

ფასთა გამოკითხვა: ვიდეო რგოლის დამზადება

 

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს დაინტერესებულ პირებს ვიდეო რგოლების დასამზადებლად.

პროექტი მიზნად ისახავს სასამართლოს თემაზე 5 სკეტჩის (ვიდეო -რგოლის)  მომზადებას, რომელიც დაეთმობა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მაყურებლის ცნობიერების ამაღლებას. შერჩეულ სცენარებში და შემდეგ უკვე დასრულეულ ვიდეოებში, ინფორმაცია გადმოცემული უნდა იყოს მაყურებლისთვის მარტივად გასაგებ ენაზე, მასალა უნდა წარმოაჩენდეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემს გაიგონ მეტი აღნიშნულ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, დაფიქრდნენ თითოეული მოქალაქის როლსა და პასუხისმგებლობაზე ამ სისტემის უკეთესობისკენ შეცვლის თვალსაზრისით და გააკეთონ ანალიზი, თუ რამდენად მნიშველოვანია ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძეოებელი სასამართლო სისტემა.

თითიეული ვიდეო - რგოლისთვის შეირჩევა სხვადასხვა პრობლემური თემატიკა და სიუჟეტი,  რომლის მეშვეობითაც მსახიობები იუმორისტულ ჟანრში განასახაიერებენ საზოგადოების  სხვადასხვა სახეებს, რომლებიც განსხვავებული მიზეზების გამო დაკავშირებულია სასამართლოსთან.

შერჩევის კრიტერიუმი:

  1. თემის აქტუალობა;
  2. თემის გადმოცემის კრეატიულობა;
  3. მსახიოებების ცნობადობა და მაღალი პროფესიონალიზმი საკუთარ სფეროებში;
  4. თემის განსხვავებული და არაორდინალური გადმოცემა.

ვიდეო რგოლებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ან/და სასამართლო სისტემის თემაზე ვიზუალური პროდუქტის დამზადების გამოცდილება.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. რეკვიზიტები და პორტფოლიო;
  2. ამონაწერი (იურიდიული პირი) / CV (ფიზიკური პირი);
  3. პროექტის შექმნის ხანგრძლივობა;
  4. ბიუჯეტი (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 17 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება -  „ვიდეო რგოლის დამზადება“.

Job Duration: 11 June, 2019 - 17 June, 2019
Job Type: Other