ENG

ფასთა გამოკითხვა გრაფიკული ვიდეოს დამზადებაზე

 

ჩვენს შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

აღწერილობა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გრაფიკული ვიდეოს დასამზადებლად.

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ სასამართლო სისტემის თემაზე უნდა დაამზადოს ერთი გრაფიკილი ვიდეო (2-3 წუთის ხანგრძლივობით), რომელიც გავრცელდება ტელევიზიის და სოციალური ქსელის გამოყენებით. შერჩეული პირი/კომპანია უზრუნველყოფს ვიდეოს სცენარის, გახმოვანების, მუსიკალური გაფორმების და გრაფიკული ელემენტების დამზადებას, ასევე კადრირებას და მონტაჟს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გრაფიკული ვიდეო რგოლებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ან/და სასამართლო სისტემის თემაზე ვიზუალური პროდუქტის დამზადების გამოცდილება.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. რეკვიზიტები და პორტფოლიო;
  2. ამონაწერი (იურიდიული პირი) / CV (ფიზიკური პირი);
  3. ვიდეოს დამზადების ხანგრძლივობა;
  4. ბიუჯეტი (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 მაისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება -  “გრაფიკული ვიდეოს დამზადება“.

Job Duration: 14 May, 2019 - 21 May, 2019
Job Type: Other