ENG

ფასთა გამოკითხვა ანიმაციური ვიდეოს დამზადებაზე

 

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

აღწერილობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ფასთა გამოკითხვას და იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიმაციური ვიდეოს დასამზადებლად.

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ სამოქალაქო აქტივობის თემაზე უნდა დაამზადოს 20 ცალი 2-3 წუთიანი ანიმაციური ვიდეო, რომელიც გავრცელდება ტელევიზიის და სოციალური ქსელის გამოყენებით. შერჩეული პირი/კომპანია უზრუნველყოფს ვიდეოს სცენარის და მუსიკალური გაფორმების დამზადებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ანიმაციური ვიდეო რგოლებზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. სასურველია არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილება.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა პირმა/კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. რეკვიზიტები და პორტფოლიო;
  2. ბიუჯეტი (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) და ვიდეოს დამზადების ხანგრძლივობა.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მარტი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება -  “ანიმაციური ვიდეოს დამზადება“.

Job Duration: 11 March, 2019 - 17 March, 2019
Job Type: Other