მარიამ მამნიაშვილი
ანალიტიკოსი
mariam.mamniashvili@transparency.ge
მარიამ მამნიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გუნდს 2017 წელს სტაჟირების პროგრამის დასრულებისთანავე შემოუერთდა და ის ორგანიზაციის ანალიტიკოსია. მარიამი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში, ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.
მარიამს აქვს როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 2016 წელს მან სტაჟირება გაიარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2017 წლის 1 იანვრიდან კი NDI-ის სტაჟირების პროგრამით თბილისის საკრებულოში მუშაობდა.