ლეილა მარშანია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ლეილა მარშანია

დონორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების მენეჯერი
leila.marshania@tranpsarency.ge

ლეილას აქვს 17 წლიანი, როგორც ექსპერტის ასევე პროექტების მენეჯერის გამოცდილება საერთაშორისო განვითარების, დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის და ადამინის უფლებების სფეროში. 2013-2020 წლებში ლეილა ევროპის საბჭოს ცენტრალური ოფისიდან, სტრასბურგიდან ხელმძღვანელობდა რამოდენიმე პროექტს სასამართლო სისტემის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, გამოხატვის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პირად მონაცემთა დაცვის სფეროებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთში.  მანამდე ის 9 წელიწადი მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის ექსპერტად და ევროსაბჭოს თბილისის ოფისში ადგილობრივი პროექტების ოფიცერად.

ლეილას მიღებული აქვს ლუნდის უნივერსისტეტის (შვედეთი) მაგისტრის ხარისხი ევროპულ სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მოსკოვის დიპლომატიური აკადემიიდან და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ვილნიუსის გედიმინასის სახელობის ტექნიკური უნივესიტეტიდან. ლეილა არის ზალცბურგის გლობალური სემინარის მონაწილე, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრია და მისი მისიაა დღევანდელ და მომავალი ლიდერებს დაეხმაროს უკეთესი მსოფლიოს ფორმირებაში.