ENG

კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა (PROLOG)

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროგრამა ორიენტირებულია კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევების აღმოფხვრაზე და მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობაზე. PROLoG-ის მიზანია სამართლებრივ გარემოს ჯეროვანი პროცედურების გამოყენების გზით გაუმჯობესება. 

PROLoG-ის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“მმუშაობს შემდგ მიმართულებებზე: 

  1. ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დაცვის კუთხით სამართლებრივი გარემოს გაძლიერება. ამ კომპონენტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სწავლობს და აფასებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმას, ამზადებს შეფასებებსა და დასსკვნებს წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ და უზრუნველყოფს ფართო საზოგადოების ინფორმირებულობას მიმდინარე პროცესებზე.
  2. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ინსტიტუტების - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ), იუსტიციის უმაღლესი სკოლის (HSOJ) და სასამართლოების მართველობის სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნული კომპპონენტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უზრუნველყოფს სასამართლოს ადმინისტრირების უმტავრესი ორგანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს.
  3. მოწყვლადი მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამ კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის გარეთ, რეგიონებში ხორციელდება.  აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარების გაწევას თბილისში, ბაათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკუთრების უფლებისა და საჯარო მოხელეთა შეომითი უფლებების საკითხებზე.