ივანე ჩიტაშვილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ივანე ჩიტაშვილი

მთავარი იურისტი
ivane.chitashvili@transparency.ge

 

ივანე ჩიტაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის დეკემბერში შეუერთდა. მანამდე, ის შოტლანდიაში სასამართლო მიმომხილველისა და სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2013-2016 წლებში ივანე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში. მას ასევე სტაჟირება აქვს გავლილი საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2019 წელს ივანეს მიენიჭა ედინბურგის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამართალის მაგისტრის ხარისხი. მას ასევე მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხი.