ENG

იურისტი: თელავი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სახელფასო განაკვეთი: 350 – 400 აშშ დოლარი, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თელავის რეგიონული  წარმომადგენლობა (ოფისი)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი / მთავარი იურისტი

ძირითადი მოვალეობები:

  1. მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მათი საჩივრების განხილვა;
  2. მოქალაქეებთან შეხვედრა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოპოვება, სარჩელებისა და საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  3. სასამართლო საქმეების მომზადება და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავების წარმოება;
  4. მონაწილეობა განცხადებების, ბლოგების და კვლევითი ანგარიშების მომზადების პროცესში;
  5. რეგიონის ფარგლებში მოქალაქეებთან ადგილზე შეხვედრა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლების დიპლომი სამართალში;
  2. იურიდიული პრაქტიკის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
  3. ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სპეციალიზაციით;
  4. ძლიერი ანალიტიკური უნარები და კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
  5. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისურ ენებზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარის მქონე კანდიდატებს.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  4. ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაცია).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ნოემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი-თელავი“.

Job Duration: 31 October, 2019 - 10 November, 2019
Job Type: Permanent staff