ENG

იურისტი / ანალიტიკოსი- თბილისი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება და ადამიანის უფლებებისადმი მაღალი მგრძნობელობა. კანდიდატი ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდიანრე პროცესებში.

იურისტი/ანალიტიკოსი იმუშაბებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით არსებულ პროგრამებში.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  1. ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება;
  2. საუკეთესო პრაქტიკისა, სხვა ქვეყნების გამოცდილების და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი. ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების თანამედროვე სტანდარტების კვლევა;
  3. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის კონცეფციების მომზადება
  4. მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი და შემდგომ მათი საქმიანობის შეფასება;
  5. სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა, ასევე ღონისძიებების დაგეგმვა, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია;
  6. პროგრამის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია იურისტი/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
  7. საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის სფეროს მიხედვით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  8. ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
  9. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემუშავებაში მონაწილეობის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  2. პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  3. ქართულ და ინგლისური ენეგბის მაღალ დონეზე ცოდნა;
  4. ადამიანის უფლებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  5. ძლიერი ანალიტიკური უნარები, განსაკუთრებით კომპლექსურ კვლევით პროექტებზე აქცენტის გაკეთების გამოკვეთილი უნარი;
  6. სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის პროცესებზე. მხედველობაში იქნება მიღებული კანდიდატის მიერ პროგრამის თემატიკასთან დაკავშირებით მომზადებული ნაშრომი, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა პუბლიკაცია.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი. სამოტივაციო წერილი ასევე უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ რატომ აკმაყოფილებს განმცხადებელი ვაკანსიის მოთხოვნებს (არაუმეტეს ერთი გვერდი);
  3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  4. ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
  5. არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ივლისი არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი/ანალიტიკოსი“.

Job Duration: 20 June, 2019 - 21 July, 2019
Job Type: Permanent staff