ENG

გიორგი ბიძინაშვილი

რეგიონული კოორდინატორი
giorgi.bidzinashvili@transparency.ge

 

გიორგი ბიძინაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის სექტემბერში შემოუერთდა და რეგიონულ კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

გიორგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხს. აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. არის ევროკავშირის პროექტის - ერასმუს მუნდუსის სტიპენდიანტი. სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

მუშაობდა ინდუსტრიულ საწარმოში პროექტების მართვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი შესაბამისობის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმების შემუშავებაში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.