ENG

განაცხადი ტრეინინგებში მონაწილეობის მისაღებად

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრეინინგის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე საჯარო (ადმინისტრაციული) დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულებისთვის ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგი შეეხება მონაცემთა ვიზუალიზაციას: ინფოგრაფიკის შექმნას, ონლაინ პლატფორმების მიმოხილვას (Piktochart) და გამოყენებას.

ტრეინინგს გაუძღვება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მედიამკვლევარი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მაგდა გუგავა.

ტრეინინგების ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ქუთაისში - 31 მაისს (10:00-18:00 სთ)
  • ზუგდიდში - 1 ივნისს (10:00-18:00 სთ)
  • ბათუმში - 2 ივნისს (10:00-18:00 სთ)

განცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ/პირმა ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები ქართულ ან ინგლისურ ენაზე:

  • ორგანიზაციის შემთხვევაში: სამეწარმეო რეესტრში ორგანიზაციის რეგისტრაციის უახლესი ამონაწერი;
  • საჯარო (ადმინისტრაციულ) უწყებაში დასაქმებული პირის შემთხვევაში:  საჯარო (ადმინისტრაციულ) ორგანოში დასაქმებული პირის CV

გთხოვთ, განაცხადის სახელწოდებაში მიუთითოთ „ტრეინინგში მონაწილეობა”. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 19 მაისი.

ტრიენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

Job Duration: 07 May, 2019 - 19 May, 2019
Job Type: Other