ENG

ბესო ნამჩავაძე

უფროსი ანალიტიკოსი
beso.namchavadze@transparency.ge

ბესო ნამჩავაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2018 წლის თებერვალში შეუერთდა და იკავებს უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას. ის ფლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს.  გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის გამოყენებითი ეკონომიკური პოლიტიკის კურსი.

ბესოს აქვს 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში. ის ასევე კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და არის ჟურნალ “Forbes Georgia”-ს კოლუმნისტი. ის მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს რეფორმების ასოციაციაში და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფში.