ENG

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა - ბათუმი

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

საზაფხულო სკოლის შესახებ
 

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით წელს პირველად ტარდება. სკოლის მიზანია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს გაუღრმავოს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. სკოლაში მოწვეული სპიკერები  წარმოადგენენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული საკითხების შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გეგმავს საზაფხულო სკოლა იქცეს არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომლის მონაწილეებიც შეძლებენ სამომავლოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 2018 წლის 22-25 ივლისს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საჯარო სამსახურში, არასამთავრობო სექტორში, ბიზნესის ან  მედიის სფეროში საშუალო და მაღალ პოზიციაზე დასაქმებული პირი;
  • არანაკლებ 7 წლის სამუშაო გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 3 წელი მაღალ თანამდებობაზე)
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
  • ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

განცხადების წარდგენის პროცესი:


დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV და სასურველია სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივლისი. (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ “ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა”).

 

დავუკავშრდებით, მხოლოდ შემდეგი (გასაუბრების) ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

Job Duration: 29 June, 2018 - 08 July, 2018
Job Type: Other