ENG

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა

 

ჩვენ შესახებ
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

საზაფხულო სკოლის შესახებ

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდება. სკოლის მიზანია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს გაუღრმავოს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. სკოლაში მოწვეული სპიკერები  წარმოადგენენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული საკითხების შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გეგმავს საზაფხულო სკოლა იქცეს არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომლის მონაწილეებიც შეძლებენ სამომავლოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 2019 წლის სექტემბერში (სემინარების ხანგრძლივობაა 4 დღე). საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საჯარო სამსახურში, არასამთავრობო სექტორში, ბიზნესის ან  მედიის სფეროში საშუალო და მაღალ პოზიციაზე დასაქმებული პირი;

  • არანაკლებ 7 წლის სამუშაო ან/და  გამორჩეული სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება;

  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);

  • ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

უპირატესობა მიენიჭებათ ანაკლებ 3 წლის მანძილზე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ პირებს

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  jobs@transparency.ge

1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ “ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა”.

Job Duration: 14 June, 2019 - 15 July, 2019
Job Type: Other