ENG

ანალიტიკოსი- ბათუმი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: 400 – 500 აშშ დოლარი, ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: რეგიონული ოფისების მენეჯერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  1. კვლევითი ანგარიშების, განცხადებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება; ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  2. შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი პრობლემის ადვოკატირების პროცესში აქტიური ჩართვა;
  3. ადგილობრივი მოვლენების რეგულარული ანალიზი და მათთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა;
  4. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ კამპანიებში აქტიური მონაწილეობა;
  5. მედიასთან  ურთიერთობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  2. მინიმუმ ორი წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  3. საქართველოს მმართველობის სისტემის, მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა; სასურველია მთავრობის ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  4. კვლევის ჩატარების უნარი და გამოცდილება;
  5. ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

აპლიკაციის  პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე; რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი. სამოტივაციო წერილი ასევე უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ რატომ აკმაყოფილებს განმცხადებელი ვაკანსიის მოთხოვნებს.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype-ის საშუალებით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -  “ანალიტიკოსი“.

Job Duration: 10 April, 2019 - 25 April, 2019
Job Type: Permanent staff