ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენელობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში მოედანი ორჯერ აშენდა და ორჯერ მოხდა მისი დემონტაჟი, მიმდინარე წელს კი მოედანი მესამედ უნდა აშენდეს. გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 7,996,496 ლარი შეადგინა.
ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (შემდეგში ზუგდიდის საკრებულო) საქმიანობის შეფასებას.
მუნიციპალური სამსახურები ნაქირავებ შენობებში მუშაობენ
მუნიციპალიტეტების ნაწილი ცალკეული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებით სარგებლობს.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების ლიკვიდაცია უკანონოდ მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას 2014 წლის 20 მაისის N317 ბრძანების თანახმად, დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციის პროცესი.