შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტისა და არსებული პრაქტიკის მიმოხილვა
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს 5 ივნისს დარეგისტრირებულ მთავრობის ინიციატივას- კანონის პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ”. შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა და მიმდინარეობდა დისკუსია ასევე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. უმნიშვნელოვანესია, კანონმა უზრუნველყოს დასაქმებულთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური გარანტიები, ნაცვლად არაეფექტური და კორუფციისკენ მიდრეკილი სისტემის შექმნისა.