ENG
მედია
11 დეკემბერი, 2012

ნომრის პორტირება და მომგებიანი, მთავრობის მიერ ხელდასმული მონოპოლისტი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა “მედიაპრო ჯორჯიას” საქმიანობით, რადგანაც ბოლო პერიოდში ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე მობილურმა ოპერატორმა გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა.

20 ნოემბერი, 2012

ტელეკომუნიკაციების უკონტროლო სისტემატური მეთვალყურეობა უნდა დასრულდეს

მობილურ კომპანიებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, სისტემატურად ედევნებინა თვალყური მოქალაქეთა ელექტრონული კომუნიკაციისთვის. პარლამენტმა დროულად უნდა დააწესოს ჯეროვანი ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებზე, რათა აღმოიფხვრეს ამ რესურსის ბოროტად გამოყენება.

12 ნოემბერი, 2012

ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი მარეგულირებელ ორგანოში

6 ნოემბერს „მაესტროს“ ეთერით გავიდა  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანისა და „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის საუბრის ფარული ჩანაწერი, რამაც კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.

26 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება უკანონო „მოსმენების“ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომუნიკაციის სფეროში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეების უკანონო „მოსმენების“ თაობაზე.

16 ოქტომბერი, 2012

მედიის სექტორში ცვლილებები, როგორც პოლიტიკური ცვლილებების შედეგი

ორი კვირაც არაა გასული 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურ სინამდვილეში მომხდარი ცვლილებები უკვე აისახება საქართველოს ზედმეტად პოლიტიზირებულ სატელევიზიო სივრცეში მომხდარ სტრუქტურულ ცვლილებებზე. მაუწყებელთა მფლობელობის ბოლოდროინდელი ცვლილებები მიუთითებს, რომ სატელევიზიო გარემო კვლავ პოლარიზებული იქნება, რომელსაც აკონტროლებს ორივე პოლიტიკურ ძალასთან, როგორც მომავალი

15 ოქტომბერი, 2012

ახალი საგადასახადო ამნისტია სატელევიზიო არხებისთვის

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხეთაგურმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაუწყებლებისათვის მზადდება ახალი საგადასახადი ამნისტია.

10 ოქტომბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ მისიაზე და უზრუნველყოს თანამშრომელთა დაცვა პოლიტიკური ზეწოლისაგან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით დაიხურა ვახო სანაიას ორი სატელევიზიო გადაცემა: „ევროპული არჩევანი“ და „ვახო სანაიას რეპორტაჟი“. ორივე გადაცემა საზოგადოებრივ ტელევიზიაზე  დებატებისა და დისკუსიის მნიშვნელოვან ფორმატს წარმოადგენდა.

25 სექტემბერი, 2012

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ფოტოგრაფების საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს

2011 წლის ივლისში დაკავებული და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერვიუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პატიმართა მიმართ სისტემატური  ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეუ

გვერდები