კორუფცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
კორუფცია
23 იანვარი, 2020

2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს

 თბილისი, 2020 წლის 23 იანვარი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

10 დეკემბერი, 2019

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

09 დეკემბერი, 2019

სახელმწიფოს მიტაცება საქართველოში ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა

 განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.

09 ივლისი, 2019

„მბრუნავი კარის“ პრობლემა საქართველოში: კანონმდებლობისა და აღსრულების ხარვეზები

 საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის რისკები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ხარვეზები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ნორმის პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმის არარსებობაა.

11 ივნისი, 2019

საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში იკისრა.

25 მაისი, 2019

არაკონკურენტულ გარემოში გასხვისებული ქონება აჭარაში და კორუფციის რისკები

 აჭარის მთავრობა პრაქტიკას არ ცვლის და ქონებას კვლავ არაკონკურენტულ გარემოში ასხვისებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2017 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირობიანი აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და უსასყიდლოდ გასხვისებული ქონების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და გაანალიზა.

12 აპრილი, 2019

კორუფცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება

 საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

გვერდები