„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი საარჩევნო ხარჯის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს
2014 წლის 25 ივლისი, თბილისი – ანგარიშში წარმოდგენელია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 4 საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური გაერთიანების თბილისისა და გორის მერობის კანდიდატების ზოგიერთი ხარჯის პარალელური მონიტორინგის შედეგები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (16:00-20:00)
კენჭისყრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქვეყნის მასშტაბით 25-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს დაფიქსირებული. ჩვენს დამკვირვებლებს 20:00 საათისთვის 15 საჩივარი აქვთ დაწერილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-16:00)
ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით 20-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. ჩვენმა დამკვირვებლებმა 16:00 საათისთვის 11 საჩივარი დაწერეს. პრობლემები კვლავაც შედარებით მეტია მარტვილის საარჩევნო ოლქში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014: განახლებადი ბლოგი
08:30 სთ – 450-მდე დამკვირვებელითა და თანამშრომლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დღევანდელ არჩევნებს თბილისსა და ხუთ რეგიონში აკვირდება.