ევროინტერგაცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
ევროინტერგაცია
10 ივნისი, 2022

სამოქალაქო ინიციატივა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას და ერთი დღით ადრე გამართულ დებატებს, სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ერთიანი იყო შეფასებაში, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს.

23 მარტი, 2022

საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს

დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით. დასავლური სამყარო, ბევრისთვის მოულოდნელად, უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს და არა მხოლოდ უკრაინას უდგას გვერდით მისი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, არამედ ძალიან დიდ და მტკივნეულ ფასს ახდევინებს რუსეთს.