ეკონომიკა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
ეკონომიკა
22 აპრილი, 2021

საქართველოს პორტების გარშემო მიმდინარე მოვლენები: რა არის სიახლე?

  2020 წლის მარტში ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო და ახალი ნავმისადგომის შენება დაიწყო, ხოლო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორების მოძიება მთავრობას ჯერ არ დაუწყია.

05 თებერვალი, 2021

10 კომპანია, რომელმაც 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 10 ქართული კერძო კომპანია, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. გასულ წელს ათივე კომპანიამ ჯამში 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

09 ივლისი, 2020

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2019 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა

 2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც  100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. 

07 ივლისი, 2020

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე  დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.

16 ივნისი, 2020

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი

  COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. გთავაზობთ ამ პროექტის ანალიზს და რეკომენდაციებს.

06 ივნისი, 2020

თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვები კორუფციის შესაძლო ნიშნებს შეიცავს

თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფაზე 2019 წელს 6.6 მლნ ლარამდე დახარჯა, მათ შორის 2.2 მლნ ლარის შესყიდვები უტენდეროდ, გამარტივებული გზით განხორციელდა.

გვერდები