„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.