განცხადება ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობის შესახებ
საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ
5 ივლისს ქალაქის ცენტრში შეკრებილი პირები, რომლებიც დაანონსებული „ღირსების მარშს“ აპროტესტებენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად ესხმიან თავს.
ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა საშიში ხდება
საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებმა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტები და საზოგადოებას დროულად აცნობონ გამოძიების შედეგები.
ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ახლადარჩეული წევრები
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ორ ახალ წევრად მარეგულირებლის მოქმედი თანამშრომლები, ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე 6 წლის ვადით აირჩიეს. ვაკანტური ადგილები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილ კომისიონერებს, ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს უფლებამოსილებას ვადა ამოეწურათ.