ზუგდიდში უპატრონო ძაღლებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდში უპატრონო ძაღლებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ

01 აპრილი, 2013

ზუგდიდში, 30 მარტს, „ზუგდიდდასუფთავების“ თანამშრომლებმა რამდენიმე უპატრონო ძაღლი დახოცეს. ძაღლების დასახოცად ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. შეთხვევას მოქალაქეებიც შეესწრნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოები „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს“  ზუგდიდის ოფისს მიაწოდა.

„ზუგდიდდასუფთავება“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.

ოფისის თანამშრომელს „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ უთხრა, რომ ძაღლების დახოცვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით მიმართეს. როგორც გაირკვა, უპატრონო ძაღლების პრობლების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსებში მცხოვრებლებმა მიმართეს. მალაშხიამ თქვა, რომ უპატრონო ძაღლები საფრთხეს წარმოადგენენ, არ ხდება მათი აღრიცხვა, აცრა და სხვა აუცილებელი პროცუდურის ჩატარება. „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელი თავადაც წუხს, რომ მის თანამშრომლებს ძაღლების ამ ფორმით დახოცვა მოუწიათ, რადგან სხვა საშუალება საფრთხის გასანეიტრალებლად სამსახურს არ აქვს: არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ძაღლებს მიიყვანენ, მოუვლიან, შესაბამისად გამოკვებავენ.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ აუცილებელია უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით გაცილებით ცივილური მიდგომის დამკვიდრება, თუმცა შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ამის განხორციელება ძალიან რთულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, “ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2011 წელს ღორებიც დახოცეს, მაშინაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შინაური ცხოველების დასახოცად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა.

იმის გათვალისწინებით, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა არა მარტო ზუგდიდში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებში დგას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რეკომენდაციით მიმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძაღლების ქუჩაში დახოცვა, ვფიქრობთ, ყველაზე არაჰუმანური მიდგომაა. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შინაური ცხოველების დასახოცად არ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა იმისა, რომ ცხოველების ამ ფორმით ლიკვიდაცია, არ ჯდება არანაირ სტანდარტში, ცეცლხსასროლი იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსაც.

გაფრთხილება: ფოტოების დათვალიერება არასრულწლოვანებისთვის რეკომენდირებული არ არის (18+) სანახავად, გთხოვთ დააკლიკოთ

გაფრთხილება: ფოტოების დათვალიერება არასრულწლოვანებისთვის რეკომენდირებული არ არის (18+) სანახავად, გთხოვთ დააკლიკოთ

გაფრთხილება: ფოტოების დათვალიერება არასრულწლოვანებისთვის რეკომენდირებული არ არის (18+) სანახავად, გთხოვთ დააკლიკოთ

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“