ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შედეგებს:
ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
ზესტაფონის საკრებულომ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებგვერდზე (http://zestaphoni.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით