ENG

ვინ მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკურსში

18 თებერვალი, 2015

 

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება. საქართველოს პრეზიდენტმა ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, საკუთარი კანდიდატები წარედგინათ. კანდიდატების წარდგენის ვადა 9 თებერვალს ამოიწურა. საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა 36 კანდიდატი შესთავაზეს, საიდანანც 8-მ უარი განაცხადა ნომინირებაზე. საბოლოოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 28 კანდიდატი მოხვდა. სიაში მოხვდნენ ისეთი პირებიც, რომლებსაც საზოგადოება მათი საქმიანობიდან გამომდინარე კარგად იცნობს.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარ კანდიდატად ნინო გვენეტაძე წარუდგინა. შესაბამისად, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წარდგენილი კანდიდატის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ. ასარჩევად, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას სულ მცირე 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარსული საქმიანობისა და განათლების შესწავლა.

ნინო გვენეტაძე

განათლება:

1985-90 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის სამართლის დოქტორი.

1990-1993 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში.

1999-2008 წლებში ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი გახდა.

კარიერა:

ნინო გვენეტაძე 1994-99 წლებში იუსტიციის სამინისტროში საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 1994-2001 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი.

1998-1999 წლებში ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.

1999 წლიდან ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, ხოლო 2005 წლის 22 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინარულმა კოლეგიამ თანამდებობიდან გადააყენა. მას სამ სხვა მოსამართლესთან ერთად, პროფესიულ დარღვევებში დასდეს ბრალი.

ნინო გვენეტაძე აგრეთვე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მოწვეული პროფესორის თანამდებობა ეკავა.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურში იყრიდა. 2012 წლის ნოემბრის შემდეგ კი რესპუბლიკური პარტიის რიგები დატოვა.

2007 წლიდან დღემდე გვენეტაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი და სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელძღვანელია.

ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო.

კომპანიები:

ნინო გვენეტაძე არის გამგეობის წევრი შემდეგ კომპანიებში – სამართლის უზენაესობის საზოგადოებრივი ტრიბუნალი (აიპ), საქართველოს იურისტთა გაერთიანება (აიპ), იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი (აიპ); ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლემების ინსტიტუტი (აიპ), „დუალური პროფესიული განათლების და ზრდასრულთა, უწყვეტი განათლების ცენტრი (აიპ)".

ზაქარია ქუცნაშვილი

განათლება:

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

კარიერა:

1992-1995 – სადაზღვევო კომპანია არგანის გენერალური დირექტორის მოადგილე

1995-1999 – საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი

1998-1999 – თბილისის საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე

1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

2001-2004 – საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი

2004-2006 – თბილისის სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი

2005-2006 – ასოციაცია (კავშირი) ელექტრო საბითუმო ბაზარი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

2005-2006 – აიპი საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

2005-2012 – ასოციაცია „კანონი ხალხისათვის“ თავმჯდომარე, საგანმანათლებლო რადიო პროექტი „კანონი ხალხისათვის“ ავტორი და წამყვანი

2006-2012 – ადვოკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ფ/პ ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს უფროსი

2006-2012 – შპს „ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს“ დირექტორი

2007-2012 – კავკასიის სამართლის სკოლა, ლექტორი

2007-2012 – საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

კომპანიები და ორგანიზაციები:

  • საქართველოს საპატრიარქოს სატელეფონო-საინფორმაციო და ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური – თანადგომა (აიპ) – მმართველი საბჭოს წევრი
  • საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (აიპ) – გამგეობის წევრი
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი – მმართველი საბჭოს წევრი
  • შპს K&K Consulting – მეწილე (60%)
  • შპს მიგრანტთა საადვოკატო ბიურო – მეწილე (55%)
  • შპს ადვოკატები რეპრესირებულთათვის – მეწილე (40%)

შალვა შავგულიძე

განათლება:

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

კარიერა:

1988-1991 – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი



1991-1992 – საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის (სახელმწიფო ბრალდების) სამმართველოს პროკურორი

 

1996 წლიდან დღემდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი

 

1999 წლიდან დღემდე – იურისტთა და ადვოკატთა კავშირი „პროცესი“, დამაარსებელი

 

2009 წელს შეუერთდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს. „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

 

2012 წლიდან არის ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

გახმაურებული საქმე:

შალვა შავგულიძე წარმოადგენდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს.

კომპანიები:

  • ააიპ საქართველოს პოინტერ კლუბი – პრეზიდიუმის წევრი

ლევან მურუსიძე

განათლება:

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

2000-2004 – თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე

 

2004-2005 – გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე

 

2005 – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე

 

2006 წლიდან დღემდე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

 

2013 წლიდან დღემდე – მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და მდივნად

გახმაურებული საქმეები:

ლევან მურუსიძე 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.

2007 წლის 27 ივლისის საკასაციო სასამართლოს განჩინებით, რომელსაც ხელს ლევან მურუსიძეც აწერდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შუმცირდათ. ამ შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ პროკურატურის მოთხოვნის ფარგლებში განიხილა და გადაწყვიტა საქმე.

გირგვლიანის საქმის გარდა, მურუსიძე კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. 2006 წლის 23 ივნისს საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მისი თავმჯდომარეობით გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინგა თოდრია

განათლება:

ინგა თოდრიამ თავისი პირველი სამართლის ხარისხი მიიღო რუსეთში, იმანუელ კანტის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან წარმატებით გაიარა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს მოსამართლეებისთვის 1998 წელს. 2008 წელს ინგა თოდრიამ მიიღო სამაგისტრო ხარისხი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა შედარებით სამართალს, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიანტი.

კარიერა:
1987-დან 1998 წლამდე ინგა თოდრია მუშაობდა მოსამართლედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სისხლისა და სამოქალაქო საქმეებზე

1998 წლიდან 2004 წლამდე იგი იყო ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის კოლეგიის თავჯდომარე თბილისის საოლქო სასამართლოში

1998 წლის მაისიდან 1998 წლის ოქტომბრამდე იყო სამოქალაქო სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე

2004 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ნოემბრამდე ინგა თოდრია იყო უფროსი იურისტი საქართველოს ეროვნული კომუნიკაციის კომისიაში 

2010 წლიდან მუშაობს სასამართლო რეფორმის მრჩეველად აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტში

ამჟამად, ინგა თოდრია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კუსდამთავრებულთა ასოციაციის წევრია. 2003-2004 წლებში ინგა თოდრია საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის საბჭოს წევრი და ასევე, 2000-2004 წლებში ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს  აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო.

გია მეფარიშვილი

განათლება:

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1984-1987 წლებში სწავლობდა მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

კარიერა:

1988-2009 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

1999-2001 – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

 

2001 – საქართველოს გენერალური პროკურორი

 

1996-1999 – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მე-2 კოლეგიის თავმჯდომარე

 

2004-2008 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი

 

2011 წლიდან დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი

 

2009-2011 – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი

 

2011 წლიდან დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი

ანა დოლიძე

განათლება:

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტში. 2012 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი, კორნელის სამართლის სკოლა.

კარიერა:

2002 – არბიტრაჟის მუდმივი სასამართლო, ჰააგა

 

2010-2011 – მსოფლიო ბანკთა ჯგუფი, კონსულტანტი

 

2008-2009 წლები – მკვლევარი, Human Rights Watch, ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამა

 

2004-2006 – თავმჯდომარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

2008 – მკვლევარი, Russian Justice Initiative, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გავლენა ადამიანის უფლებებზე

 

2007-2008 – მკვლევარი/ლექტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ნიუ-იორკი

 

2008 – პროფესორი, ბარდის კოლეჯი, ნიუ-იორკი

 

2010 წელს – პროფესორი, ჰობარტ და უილიამ სმიტის კოლეჯში, ნიუ-იორკი.

 

მარიამ ცისკაძე

განათლება:

 

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

 

1982-1991 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი

 

1989-2005 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი

 

1998-2005 – მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების საგამოცდო კომისიის წევრი

 

1991-1997 – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი

 

1991-1999 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

 

1999 – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე

 

1999-2009 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

 

2009-2010 – საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

2000-2012 – ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ინიციატივით ჩატარებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა ტრენინგების ექსპერტი სამოქალაქო სამართლისა და იურიდიულ პროფესიათა ეთიკის საკითხებზე

 

2005-2013 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი

 

2010 წლიდან დღემდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

 

2010-2012 – გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ქსპერტი

 

2012-2013 – ნოტარიუსი

 

2013 წლიდან დღემდე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი

კომპანიები და ორგანიზაციები:

  • „ააიპ სამართლის დარგებში და ფსიქო-სოციალურ აღზრდაში ცოდნის გაღრმავების მარიამ ცისკაძის ცენტრი“ – დირექტორი

  • შპს ბიზნესისა და სამართლის ინოვაციური ცენტრი – მეწილე 25%.

მამუკა ახვლედიანი

განათლება:

1995 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1997 წელს დაამთავრა გელათის სასულიერო სასწავლებელი. 1999 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

1997-1999 – „იმერეთის მომხმარებელთა კავშირი“, იურისტ-კონსულტანტი

 

1999 – ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტი

 

1999-2005 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი

 

2005 – ამავე კოლეგიის სამდივნოს უფროსი

 

2005-2007– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;

 

2007-2012 – რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

 

2012 წლიდან დღემდე – თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

 

2013 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე

კომპანიები და ორგანიზაციები:

მამუკა ახვლედიანი არის საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (აიპ) წევრი.

 

ევა გოცირიძე

განათლება:

1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

კარიერა:

1995-1999 – სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი, ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი

 

1996-1997 – სამეცნიერო სტაჟირება გაიარა უეინის უნივერსიტეტში (დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ)

 

1997-2000 – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

 

2000 წლიდან დღემდე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი

 

2010-2013 – კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და ეროვნულ ენებზე მათი თარგმანის საკითხებზე

 

2011 წლიდან დღემდე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი

 

2005 წლიდან დღემდე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

 

2013 წლიდან დღემდე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

 

მერაბ გაბინაშვილი

განათლება:

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

1990-1992 – თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმანი

 

1992-1997 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანაშემწე

 

1997-2000 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, შემდეგ კი – უფროსი გამომძიებელი

 

2000 წლიდან დღემდე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ხოლო შემდეგ – უფროსი გამომძიებელი

 

2005-2006 – ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი

 

2006-2007 – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

 

2007-2009 – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში

 

2009-2012 – ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე

 

2012 წლის 27 ნოემბრიდან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

 

ირაკლი ბურდული

 

 

განათლება:

 

2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-2001 წლებში სწავლობდა გერმანისტიკის ინსტიტუტში და პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე (ავსტრია, ზალცბურგი).

 

კარიერა:

 

2002 – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი

 

2002-2004 – იურიდიული ფირმა „ასლანიშვილი და იოსელიანი სპს“, დამოუკიდებელი ადვოკატი

 

2003 – ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალობაში

 

2004 – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ მაძიებელი

 

2004-2005 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამოქალაქო სამმართველოს უფროსი

 

2005-2008 – საქართველოს უზენაესი სასამართლო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო

 

2006 – სერტიფიკატი თემაზე: იპოთეკური ბანკების საქმიანობა (პოლონეთი, ვარშავა).

 

2006-2008 – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

 

2006-2008 – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენ-პროფესორი

 

2007 – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქონებრივი ურთიერთობა სააქციო საზოგადოებაში (განსაკუთრებით მისი ჩამოყალიბების პროცესში) ქართული და ავსტრიული სამართლის მაგალითზე“

 

2007 – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი (ასოცირებული პროფესორი)

 

2008-2009 – კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

 

2008-2012 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

 

2008 წლიდან დღემდე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი

 

2012 წლიდან დღემდე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი

 

გოჩა გოგიშვილი

განათლება:

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით, 1998 წელს – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო სამართლის კათედრა).

 

კარიერა:

 

1995-2001 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი

 

1997-1999 – მუშაობდა კანონპროექტებზე – სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადვოკატურის შესახებ, არბიტრაჟის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ (ბრემენი, გერმანია; ფრანკფურტი, გერმანია) საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციონალური განვითარება (სტრასბურგი, საფრანგეთი; პარიზი, საფრანგეთი; ლისაბონი, პორტუგალია)

 

1998-2002 – იურიდიული მრჩეველი და გამგეობის წევრი; საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია, თბილისი (საქართველო)

 

1999-2002 – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ 1950 წ. 4 ნოემბრის ევროპის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველმყოფ ექსპერტთა კომისიის წევრი

 

1995-1996 – იურისტი, სააქციო საზოგადოება ექსპო ჯორჯია

 

1996-1999 – წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი

 

1999-2002 – პარტნიორი; იურიდიული ფირმა შპს საერთაშორისო ადვოკატურა

 

2002 წლიდან დღემდე -პარტნიორი; იურიდიული ფირმა სპს ამირაშვილი, გოგიშვილი და შენგელია (საერთაშორისო ადვოკატურა)

 

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი

დავით ასათიანი

განათლება:

დავით ასათიანმა 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი. 1997 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომელის 2001 წელს დაამთავრა.

კარიერა:

 

2005 წლიდან დღემდე – იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი

 

2005 წლიდან დღემდე – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი

 

2006-2010 – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი

 

2008-2010 წლებში – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ორგანიზაციების გაერთიანება)

 

2009-2013 – არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP) დამფუძნებელი და თავმჯდომარე

 

2010 წლიდან დღემდე – ადვოკატთა და მოსამართლეთა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე

 

2012-2013 – კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი (თავმჯდომარე)

 

2013 წლის დეკემბრიდან დღემდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

გახმაურებული საქმეები:

დავით ასათიანი წარმოადგენდა ომეგა ჯგუფს იბერია TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიასთან დაკავშირებულ დავაში. იბერია ჯგუფის მტკიცებით, მათ აიძულეს დაეთმოთ სამაუწყებლო ლიცენზია, რომელიც მოგვიანებით ტელეკომპანია იმედის მფლობელმა კომპანიამ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა შეიძინა.

დავით ასათიანი ასევე გახლდათ ჯოზეფ ქეის წარმომადგენელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ მიმდინარე დავაში. იგი ჯოზეფ ქეის ინტერესებს იცავდა, რომელიც, თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლებას ეჭვქვეშ აყენებდა. დავა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და სრულად დღემდე არ არის ამოწურული.

კომპანიები და ორგანიზაციები:

  • შპს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი-ლეგისტი – დირექტორი/მეწილე (100%)

  • კს იურიდიული კომპანია დავით ასათიანი და ადვოკატები – დირექტორი/მეწილე (80%)

  • შპს ასათიანი და ადვოკატები მეწილე (60%)

ამ კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში არც ერთი არ მონაწილეობს.

დავით კოღუაშვილი

 

განათლება:

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო იურისტის ხარისხი საერთაშორისო სამართალში, 1995 წელს – ჯონ მარშალის იურიდიული სკოლა (ჩიკაგო, აშშ), სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი აშშ-ს საგადასახადო სამართალში.

 

კარიერა:

 

1992-1994 – საქართველოს პროკურატურა, კანონპროექტების ექსპერტიზის განყოფილების პროკურორი

 

1995-1997 – საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ცენტრალურ აპარატი, მოგების დაბეგვრის სამმართველო, უფროსი ინსპექტორი; შემდგომ საჩივრებისა და დავების სამმართველო – მთავარი იურისტი

 

1997-1998 – შვეიცარიულ-ქართულ ერთობლივ საწარმო შპს „იორის ველში“ მთავარი იურისტი, ხოლო შემდგომ – კომერციული დირექტორი

 

1998-1999 – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე

 

1999-2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით), შემოსავლებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

 

2005-2010 – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საგადასახადო ადმინისტრაციული რეფორმის ხელშეწყობა“ დირექტორი და კოორდინატორი ქართული მხრიდან

 

2009-2010 – საქართველოს ბიზნესასოციაცია, საგადასახადო და საბაჟო განყოფილების დირექტორი

თამარ ლალიაშვილი

განათლება:

1988 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

1992-1993 – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განყოფილების კონსულტანტი

 

1993-1999 – საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი

 

1997-1998 – სტაჟირება გერმანიაში, ბრემენის ქალაქის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოში (ფრიდრიხ ებერტის ფონდი)

 

1999-2000 – მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამრთლოს მოსამართლე

 

2000-2001 – საოლქო სასამართლოს მოსამართლე

 

2001-2006 – საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

 

2007-2010 – ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი

როინ მიგრიაული

განათლება:

1985-1991 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი

1992-2004 – საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტი, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი

1995-1997 – ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია) სამეცნიერო სტაჟირება DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში

 

2006 – ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია) სამეცნიერო კვლევა DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში

კარიერა:

1990 – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე

 

1990-1995 – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კონსულტანტი, შემდგომ – განყოფილების უფროსი

 

1995-1998 – სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისია, კომისიის წევრი

 

1997-1999 – როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიურო, დამოუკიდებელი ადვოკატი

 

1999-2000 – საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პატარაიას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი

 

2000 წლიდან დღემდე – საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორები”, ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი

 

2004 წლიდან დღემდე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საბჭოს წევრი

 

2006 წლიდან დღემდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აღმასრულებელი საბჭოს წევრი

 

2010 წლიდან დღემდე – ააიპ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი

 

მადონა ღიბრაძე

 

განათლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

კარიერა:

 

1999-2005 – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და პალატის მოსამართლე

 

2008-2012 – იყო მუდმოვმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრის“ არბიტრი

 

2012 წლიდან დღემდე – საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი პროკურორი

გიორგი ჯუღელი

 

განათლება:

2005 წელს მიენიჭა ბრემენის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (გერმანია).

 

კარიერა:

 

USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-JILEP) კომერციული სამართლის მრჩეველი.

2008-2010 წლებში მუშაობდა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია). აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება სამოქალაქო და საკორპორაციო სამართალში.

ავთანდილ კახნიაშვილი

2014 წლის სექტემბერში ავთანდილ კახნიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ბურდული დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას, რომელსაც რეკომენდაცია ირაკლი ბურდულმა გაუწია. კახნიაშვილი აცხადებდა, რომ რეკომენდაცია ყალბი იყო და მასში მითითებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ავთანდილ კახნიაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ვადაგასულმა პარლამენტმა დაამტკიცა და, შესაბამისად, ის უკანონოა.

ალექსი კობაიძე

ალექსი კობაიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებდა. ის აცხადებდა, რომ ორგანიზაცია იბრძვის ისეთი უფლებების დასაცავად, რომლებიც საქართველოში არასდროს დარღვეულა და „იდენტობას“ ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდა.

ასევე, ალექსი კობაიძე 2013 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ მედიამ მომხდარი ცალმხრივად გააშუქა.

კობა კობახიძე

კობა კობახიძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა. ბოლო პერიოდში ის ემზარ კვიციანის ინტერესებს იცავდა.

დანარჩენი კანდიდატები – მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, მურმან ქამადაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე, საადვოკატო საქმიანობას ეწევიან.

მამუკა მდინარაძე

განათლება:

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

კარიერა:

წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძე აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ეწევა. 

ნოდარ მილაძე

განათლება:

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კარიერა:

1974-1978 მუშაობდა თბილისის ყველ-კარაქის ქარხხანაში იურისტკონსულტად;

1978-1988 მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამართალმცოდნეობის კაბინეტში მეთოდისტი, შემდეგ გამგე;

1988 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი;

2006 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციასციის წევრი; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიციო გამოცდა საერთო სპეციალობით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო-საატესტაციო გამოცდა.

მურმან ქამადაძე

კარიერა:

ეწევა საადვოკატო საქმიანობას

მარინე ჭყონია

რომული ჯაფარიძე

განათლება:

1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრასნპორტო ფაკულტეტი; 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თეიმურაზ ჯორბენაძე

განათლება:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1997 წელს წარმატებით გაიარა USAID-ის მიერ ორგანიზებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესწავლის კურსი;

2003 წელს გაიარა USAID-World Learning-ის მიერ ორგანიზებული მოსამართლეთა ტრენინგი საარჩევნო კანონმდებლობაში;

2011 წელს გაიარა ევრო კავშირისა და Human dynamics-ის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესახებ კურსი;

2013 წელს გაიარა USAID-ის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საქმეთა განხილვის შესახებ კურსი.

კარიერა:

1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთ სპეციალიზაციით;

1992-199 წლები კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების იურისტი;

1996-1999 წლები - პედაგოგიური მოღვაწეობა;

1999-2000 წლები - წალკისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოების მოსამართლე;

2000-2005 წლები - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2005-2015 წლები -  საადვოკატო საქმიანობა;

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამეტნო არჩევნების პერიოდში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს კრწანისის რაიონული ორგანიზაციის იურისტი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“