ENG

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში სპორტსმენი და ხელოვანი დეპუტატების აქტივობა

27 იანვარი, 2016

 

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების დაკომპლექტების საკითხი. პარლამენტის წევრთა პროფესიებსა და კვალიფიკაციაზე მსჯელობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა, რასაც წინ უძღოდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის განცხადება, რომ მომავალ პარლამენტში ამ რაოდენობით მსახიობებსა და სპორტსმენებს აღარ ვიხილავთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მონიტორინგს უწევს პარლამენტის საქმიანობას. მონიტორინგის ფარგლებში პარლამენტის წევრების აქტივობასა და მათი საქმიანობის შედეგებზე დაკვირვება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქტივობა თავისთავად არ გულისხმობს საქმიანობის დადებით შედეგს, თუმცა ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება პარლამენტის წევრი მის სამუშაოს.

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მთავარ პრობლემას დეპუტატთა პროფესია არ წარმოადგენს. კერძოდ, პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის, კომპეტენტურობისა და მით უფრო აქტივობის შეფასებაზე მისი პროფესია მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

პარლამენტში ათეულობით ისეთი დეპუტატია, რომელსაც არასოდეს მოუხდენია კანონპროექტის ინიცირება და არასოდეს გამოსულა სიტყვით პარლამენტში. (დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ შეფასებაში) პარლამენტის ასეთ წევრებს შორის მრავლად არიან იურისტები, ეკონომისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში სპორტსმენი და ხელოვანი დეპუტატების აქტივობა

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“