ENG

სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს აღარ მართავენ?!

18 აპრილი, 2013

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 თებერვალს საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, რომელიც მიზნად ისახავს დაზღვევის არმქონე ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა უთუოდ პოზიტიური ნაბიჯია, რამდენადაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა, ამ პროგრამების წარმატებულად განხორციელებისთვის საჭიროა მათი ეფექტიანად მართვა. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო მხოლოდ ბოლო პერიოდში ინიცირებულ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას მართავს. რაც შეეხება სახელმწიფო დაზღვევის სხვა პროგრამებს,  მათი მართვა წინა წლებში კერძო სექტორისთვის იყო გადაცემული. თუმცა, უახლოეს მომავალში აღნიშნული პროგრამებიც სახელმწიფოს მართვაში გადავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ძველ შერეულ სისტემას ჰქონდა როგორც უარყოფითი, ისე – დადებითი მხარეები. ნაკლოვანება ის იყო, რომ სადაზღვევო კომპანიები უპრეცენდენტო ზღვრული მოგებით სარგებლობდნენ, რამაც 2008-2010 წლებში 50%-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, გასული წლების განმავლობაში, იყო შემთხვევები პაციენტის უფლებების დარღვევის, რასაც სათანადო ყურადღება არ ექეოდა სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება პოზიტიურ მხარეებს, სადაზღვევო პროგრამების ნაწილის კერძო კომპანიებზე გადაბარება ხელს უწყობს ამ პროგრამების მართვაში სახელმწიფოს ნაკლები რესურსის დახარჯვას, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე – ფინანსური.

რთულია ითქვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული პროგრამების მართვიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების გამორიცხვა და თუ რამდენად შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ერთის მხრივ, სადაზღვევო პროგრამების პრაქტიკულ იმპლემენტაციასა და მონიტორინგს, მეორეს მხრივ კი უკმაყოფილო მოქალაქების საჩივრებზე სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას. ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა სამინისტროს რესურსების და შესაძლებლობებისა, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

იმ შემთხვევაში თუ ყველა სახელმწიფო სადაზღვევო პოგრამის მართვა კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჩამოერთმევა, ეს ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის  სადაზღვევო სექტორს და, შესაძლოა, სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდაც გამოიწვიოს, რომელთა ანაზღაურებაც საბოლოოდ ხელისუფლებას მოუწევს.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევა ამჟამად მთელი სადაზღვევო ბაზრის 75 პროცენტს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიების შემოსავლის უდიდესი წყარო რეალურად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაზღვევის პროგრამებია. ამ წყაროს გაქრობის შემთხვევაში კი სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი ბიზნესის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევთ  და, შესაბამისად, გაძვირდება ყველა სახის დაზღვევა: მანქანის, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა. ასევე, ყოველივე ამას სადაზღვევო კომპანიებში დასაქმებული ადამიანების რიცხვის შემცირებაც შეიძლება მოჰყვეს.

რაც შეეხება ფასების ზრდას, სახელმწიფოსთან კონტრაქტების გაუქმების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც იმავდროულად საავადმყოფოებისა და (ზოგ შემთხვევაში) ფარმაცევტული საწარმოების მფლობელებიც არიან, შეეცდებიან საავადმყოფოებიდან და ფარმაცევტული ბიზნესიდან  მიღებული მოგების წილი გაზარდონ. შედეგად, სავარაუდოდ, გაიზრდება მომსახურების ფასებიც, რაც მთავრობისათვის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს გულისხმობს.

სახელმწიფოსთან კონტრაქტების გაუქმების შემდეგ, შესაძებელია, რომ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც იმავდროულად საავადმყოფოების მფლობელებიც არიან, შეეცდებიან საავადმყოფოებიდან მიღებული მოგების წილი გაზარდონ. შედეგად, სავარაუდოდ, გაიზრდება მომსახურების ფასებიც, რაც მთავრობისათვის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს გულისხმობს.

  • ახალი სადაზღვევო პროგრამის მართვა კვლავაც კერძო სექტორმა განახორციელოს, გამოყოფილ თანხებზე მოგების ზღვრის მკაცრი რეგულირების პირობებში.
  • გაიზარდოს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის რესურსები, რათა სამსახურს შესაძლებლობა ჰქონდეს, აწარმოოს მონიტორინგი, საზოგადოდ, საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობის კუთხით.

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის მართვის სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადასვლის აღნიშნულ გეგმას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული სირთულეები. მთავრობას დასჭირდება  დამატებითი რესურსები სოლიდური თანხების სახით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, აღნიშნულმა ნაბიჯმა საბოლოო დარტყმა არ მიაყენოს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიას, რის შედეგადაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის მისაღებად საზოგადოებას გაცილებით მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

Author: ხერარდ დე ბური
healthcare