რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ფოთის მუნციპალიტეტის ვებ-გვერდები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში, ამჯერად, წარმოგიდგენთ ფოთის მუნიციპალიტეტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ვებ-გვერდებზე სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 70%, საკრებულოში შემთხვევაში კი 57,5 % არ ქვეყნდება.
ფოთის საკრებულომ 2016 წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.poticity.ge და www.poti-sakrebulo.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;
არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების შესახებ;
არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში




“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ფოთის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
