ENG

ცრუ განგაში დევნილთა ელექტროენერგიის სუბსიდიების შეწყვეტის შესახებ ცხადყოფს მათთვის განკუთვნილი შეღავათების შესახებ არსებულ გაურკვევლობას

06 ოქტომბერი, 2010

აგვისტოს ბოლოს ერთ–ერთი დევნილი დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის თვიური სუბსიდირება შუწყდათ. 2009 წლის შემოდგომის გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ხელისუფლებამ გაუფრთხილებლად მოახდინა დევნილთა სუბსიდირების ახალი სისტემის დანერგვა, რის შედეგადაც ბევრ ოჯახს ასობით ლარის დავალიანება დაუგროვდა და ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა (ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ აქ), ჩვენ აგვისტოში მოწოდებულმა ინფორმაციამ შეგვაშფოთა. საბედნიეროდ,აღმოჩნდა რომ სუბსიდიების შეწყვეტის ამბავი უზუსტო იყო – სუბსიდიების მიწოდება მხოლოდ დროებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტექნიკურ–ადმინისტრატიული გაუმრთაობის შედეგად შეჩერდა და სექტემბრის თვიდან აღდგა. ზაფხულის თვეებში შეჩერებული სუბსიდიები სექტემბერში მიეწოდათ დევნილებს. ამ საკითხით გამოწვეულმა გაურკვევლობამ კიდევ ერთხელ ცხადყო იძულებით გადაადგილებულ პირთა შეღავათების შესახებ სათანადო ინფორმაციისა და მათ მიმართ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. ჩვენ გავესაუბრეთ ათეულობით დევნილს წეროვანსა და ხურალეთში, ასევე ტელეფონით დავუკავშირდით დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და „ენერგო პრო საქართველოს“ ოფისს. კანონის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თვეში100 კილოვატი ელექტროენერგია უფასოდ უნდა მიიღონ, რაც სულზე 12,98 ლარის ექვივალენტია. თვიური სუბსიდია ზემოთმოხსენებული თანხის ოდენობით ყოველ დევნილ ოჯახს ყოველთვიურად ერიცხება, რაც, როგორც წესი, ელექტროენერგიის ქვითარშიც ჩანს. მოუხმარებელი ენერგია აკუმულირდება შემდგომი მოხმარებისთვის. მოცემული შეღავათები დევნილების ზაფხულის ქვითრებში არ იყო დაფიქსირებული. ენერგო პროს წარმომადგენლის ეკა კიკალიშვილის ინფორმაციით, კომპანია დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ჯერ კიდევ ელოდება ბენეფიციარი დევნილების სიას, რათა მათთვის ელექტროენერგიის სუბსიდიების მიწოდება განახლდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ივნისისა და ივლისის სუბსიდიების თანხები უკვე გადმოირიხცა დევნილთა და განსახლების სამინისტორდან ენერგო პროში, თუმცა ეს თანხები „გაყინულია“, სანამ სამინისტრო ენერგო პროს ბენეფიციარების საბოლოო სიას არ მიაწოდებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ელექტროენეგრიის სუბსიდიები დევნილებისთვის დროებით შეჩერებულია, თუმცა სექტემბრიდან აღდგება. როგორც სამინისტორში განმარტეს, ისინი აპირებენ ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებისათვის. „იმის გამო, რომ გადარიცხვები მიდის ერთიანად და მონაცემთა ბაზა არის ერთიანი , სუბსიდიების გადარიცხვა დროებით შევაჩერეთ ყველაზე რადგანაც ეს პრობლემა ერთიანად გამოსწორებულიყო,“აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა. თუმცა, გაუგებარია, კოლექტიურ ცენტრებში დევნილებისთვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება რატომ უნდა უშლიდეს ხელს სამინისტროს ენერგო პროს მიაწოდოს იმ დევნილთა სია, რომლებიც ახალ დასახლებებში ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ მათთვის გამოყოფილი გამოუყენებელი სუბსიდიები მომავალში გამოიყენონ. ეს ხერხდება კრედიტი/დებეტი სისტემის დახმარებით მათ ყოველთვიურ ქვითარზე.თუმცა დევნილებთან ჩვენი საუბრისას გაირკვა, რომ ბევრმა არ იცის როგორ მუშაობს ეს სისტემა, რამდენს შეადგენს სახელმწიფოს სუბსიდია და ა.შ. ერთადერთი, რასაც ისინი ნათლად ხედავენ ის არის, აქვთ თუ არა მათ დავალიანება. ზემოთაღწერილი საკითხებიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება: •კრედიტი/დავალიანების სისტემის შეფერხება გაურკვევლობას იწვევს მომავალი ენერგოსუბსიდიების შესახებ. ზოგიერთ დევნილს ჰგონია, რომ სახელმწიფო სუბსიდიები მთლიანად მოეხსნათ და მთელი თანხის გადახდა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მომავალში თავად მოუწევთ. • ზოგიერთმა დევნილმა დღესაც არ იცის როგორ მუშაობს სუბსიდიების სქემა, რისი დახმარებითაც მათ შეუძიათ ზაფხულში დაზოგილი ელექტროენერგია ზამთარში გამოიყენონ. ბევრს ჰგონია, რომ სუბსიდიების დაგროვება და მომავალში გამოყენება საერთოდ შეუძებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ვერ ერკვევიან კრედიტისა და ბილინგის სისტემაში. •ის დავალიანება, რომელიც ოჯახებს 2009 წლის გაუგებრობის შედეგად დაუგროვდათ დღევანდელი სუბსიდიებით ნელ-ნელა იფარება. მაგალითისთვის, ჩვენ შევხვდით ორ ოჯახს ხურვალეთში, რომლებიც 2010 წლის ზამთრიდან ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ. ისინი ელოდებიან, სანამ მათი მიმდინარე თვიური სუბსიდია მათ დავალიანებას არ დაფარავს. მათი მთლიანი დავალიანება 560 ლარს შეადგენდა. ამ სამსულიან ოჯახს 2011 წლის მარტამდე ლოდინი მოუწევთ, სანამ მათი დავალიანება სუბსიდიების დახმარებით სრულად არ დაიფარება.

Author: მარიამ ხოტენაშვილი და ქეითლინ რაენი