ENG

პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

22 ოქტომბერი, 2013

დემოკრატიის ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციის დონეზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა საქართველოსა და მთლიანად ევროპაში.[1] პოლიტიკური კორუფცია მოიცავს, ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა ან პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა პირებისა და ჯგუფებისაგან ფულის აღება, რათა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარონ.

ამგვარი ქმედებები პრობლემურია, რადგან პოლიტიკოსები, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ინტერესი დაიცვან, იმ პირების სასარგებლოდ მიმართავენ სახელმწიფო პოლიტიკას/რესურსებს, რომლებმაც დიდი რაოდენობით შემოწირულება განახორციელა მათ ანგარიშზე. ამას კი საზოგადოების ინტერესები ეწირება.

პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური გზა, სწორედ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობაა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წარმოვადგინოთ 14 პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული შემოწირულებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით. გარდა ამისა, გამოვკვეთეთ საზოგადოებისთვის საინტერესო ტენდენციები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემოწირულებები ძალიან მცირე იყო და მხოლოდ 16 800 ლარს შეადგენდა (იხ. დიაგრამა 1.) ეს კი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 99.85%-იანი კლებაა. 

შედარებისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე 2012 წელს ამ პარტიის შემოწირულობები 11 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც კოალიცია ქართული ოცნებისთვის  იმავე წელს შეწირული თანხების საერთო რაოდენობას (3,358,702 ლარი) დაახლოებით სამნახევარჯერ აღემატებოდა.[2]

როგორც დიაგრამა 1-დან ჩანს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შემოწირული თანხების რაოდენობით მხოლოდ მე-9 ადგილზე დგას, ხოლო პირველი სამი ადგილი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებს, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველოსა და ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას (ქდმ) უკავია.

რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებას, როგორც დიაგრამა 3-დან ჩანს, საანგარიშო პერიოდში კოალიციაში ყველაზე მეტი შემოწირულება პარტიამ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო მიიღო (3,743,045 ლარი). იგი ასევე მნიშვნელოვნად ლიდერობს შემომწირველთა რაოდენობითაც[3] (დიაგრამა 5).

ჩვენ ასევე დავთვალეთ სამი სუბიექტის (კოალიცია ქართული ოცნება; დემოკრატიული მოძრაობა; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) შემოწირულებების დინამიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საანგარიშო პერიოდების მიხედვით. როგორც ჩანს, ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები მთლიანად პირველ საანგარიშო პერიოდში (10/2012-04/2013) განხორციელდა.

რაც შეეხება კოალიცია ქართულ ოცნებასა და პარტიას დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ორივე შემთხვევაში შემოწირული თანხა დიდი იყო პირველ საანგარიშო პერიოდში, მომდევნო საანგარიშო პერიოდში შემოწირულებებმა დაიკლო, ხოლო შემდეგ ისევ მოიმატა. გარდა ამისა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს შემოწირულებებმა 2013 წლის სექტემბერში პიკს მიაღწია და 513,335 ლარს შეადგინა. ეს კი დაახლოებით 12-ჯერ აღემატება 2012 წლის ოქტომბრამდე პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულობების ჯამს. ეს სხვაობა სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა.

 

შემაჯამებელი სტატისტიკის მიმოხილვის გარდა, ასევე საჭიროდ ჩავთვალეთ მოგვეწოდებინა ინფორმაცია იმ შემომწირველების შესახებ, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს წარმოადგენენ. კერძოდ:

2012 წლის ოქტომბერში გიორგი თარგამაძემ საკუთარ პარტიას - ქრისტიან დემოკრატიულო მოძრაობას 60 000 ლარი შესწირა. იმავე თვეს ამ პარტიის სასარგებლოდ სხვა ლიდერებმაც გაიღეს თანხები: ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა ქდმ-ს ოც-ოცი ათასი ლარი შესწირეს, მაგდალინა ანიკაშვილმა კი - 19 986 ლარი.

2012 წლის ნოემბერში რესპუბლიკურ პარტიას ლევან ბერძენიშვილმა 4 000 ლარი შესწირა, დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ - 10 000 ლარი, ხოლო გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ 15 000 ლარი.

ჯონდი ბაღათურიამაც განახორციელა შემოწირულებები თავისი პარტიის - ქართული დასის სასარგებლოდ, რამაც მთლიანობაში 3 775 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით ის ქართული დასის ერთადერთი შემომწირველი იყო.

ქართული პარტიის სასარგებლოდ ყოფილმა პარლამენტარმა თეო ტლაშაძემ, რომელიც ამჟამად ორგანიზაცია შერეული ოჯახები სოლიდარობისათვის თავმჯდომარეა, 5020 ლარის შემოწირულება განახორციელა.

2012 წლის ნოემბერში პარლამენტარმა ზურაბ ტყემალაძემ 10 000 ლარი პარტიას მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს შეწირა.

რაც შეეხება 2013 წელს, საქართველოს მწვანეთა პარტიის სასარგებლოდ, ამავე პარტიის გენერალურმა მდივანმა და პარლამენტარმა გიორგი გაჩეჩილაძემ ერთჯერადი შემოწირულობა 588 ლარის ოდენობით განახორციელა.

სექტემბერში ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა პარტია საქართველოს ევროპელი დემოკრატების სასარგებლოდ 40 000 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ზურაბ ხარატიშვილი ამ პარტიის ერთადერთი შემომწირველი იყო.

ივნისში საქართველოს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა 3 000 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულება განახორციელა ქართული ოცნების სასარგებლოდ. იგივე თვეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს  10 000 ლარი შესწირა.

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას შპს „ელიტა ბურჯის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ გვაზავამ 50 000 ლარი შესწირა. „ელიტა ბურჯის“ ოფიციალური მფლობელი კომპანია „რინგოლდ ფაინენსია“, რომელიც ოფშორში - ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ეს კომპანია (თავისი შვილობილი ფირმის - „ჰორიზონტის“ გავლით) ასევე ფლობს იმ მიწის ნაწილს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრია განთავსებული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ივანიშვილი, როგორც თავისი ბიზნესცენტრის, ისე „ელიტა ბურჯის“ ბენეფიციარი მფლობელიც იყო.

„ელიტა ბურჯის“ დირექტორის თენგიზ გვაზავას მიერ გაღებული 50 000 ლარის შემოწირულება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი შეიძლება რაიმე კავშირში იყოს „ელიტა ბურჯთან“, ავტომატურად არ წარმოადგენს დარღვევას. თუმცა ის ფაქტი, რომ „ელიტა ბურჯმა“ ამავე პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო კონტრაქტი, მათ შორის, შსს-სგან 84,439 ლარის ღირებულების, გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს.

ცხრილი 1. ელიტა ბურჯისთვის მიცემული სახელმწიფო კონტრაქტები გამარტივებული შესყიდვის გზით

ამ ინფორმაციის გარდა, ჩვენ სპეციალური პროგრამის მეშვეობით ასევე გადავამოწმეთ შემომწირველების კავშირები სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიასთან. როგორც დადგინდა, 13 შემომწირველი რომელი ფირმის/ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან პარტნიორია.

ცხრილი 2. შემომწირველთა კავშირები კომპანიებსა და ორგანიზაციებთან

 

სახელი, გვარი

პირადი ნომერი

ორგანიზაცია

შემოწირულობა

(ლარებში)

შემოწირულების მიმღები

ვალერიან კაკიაშვილი

13001001755

 

შპს „თო–კა–სი“

(დირექტორი)

სამჯერ შესწირა:

3,079; 7,280; 15,000

ეროვნული ფორუმი

 

კობა ძაძამია

51001001535

 

შპს კოსმოსი

(განმცხადებელი)

5,600

 

ეროვნული ფორუმი

 

მალხაზ წერეთელი

54001017534

 

თანადგომა ჭიათურა

(ხელმძღვანელი)

6,000

რესპუბლიკური პარტია

გელა მარხვაშვილი

35001047899

 

 მარხვაშვილთა საგვარეულო კავშირი

(გამგეობის წევრი)

ორჯერ შესწირა

10,000; და 3,500

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

ირაკლი ბურძენიძე

54001007948

 

შპს GEORGIAN TOWER (დირექტორი)

3,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

გოჩა თედორაძე

35001008313

 

შპს ჯი.აი.ემ.ჯი

(ხელმძღვანელი)

3,500

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

დავით კუპრავა

62001036295

 

შპს მუხა 2012

(დირექტორი)

15,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

თეო ტლაშაძე

59001003283

 

შერეული ოჯახები სოლიდარობისათვის

(თავმჯდომარე)

ორჯერ შესწირა

1,500; 3,000

 

ქართული პარტია

 

მანუჩარი ახვლედიანი

60001002685

 

შპს იმერ ტრანს ლაინ

(დირექტორი)

6,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

მანანა მიქაძე

60003001767

 

ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი (დირექტორი)

10,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

სიმონი შიშნიაშვილი

13001005892

 

შპას იაფი 1 (დირექტორი)

შპს ლოქსი

(დირექტორი)

15,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

მირიანე ოდიშარია

62001025453

 

ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია

(ხელმძღვანელი)

ფონდი კავკასიური დიალოგი

1,000

 

ქართული ოცნება -
დემოკრატიული  საქართველო

 

 




[1] “Monitoring Campaign Finance – Handbook for NGOs” (2005), pg. 1. Open Society Institute.

[2] „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2012 წელს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.  გვ. 10, დიაგრამა 3.

იხილეთ: http://transparency.ge/post/report/akhali-angarishshi-politikuri-partiebis-finansebi-12-4-13  

[3] დათვლილია რამდენჯერ განხორციელდა შემოწირულობა პარტიის ანგარიშზე

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
elections