ENG

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომუნიკაციის მექანიზმები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახვეწას საჭიროებს

20 ოქტომბერი, 2010

დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ შეხვედრიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს (განსაკუთრებით თბილისის გარეთ მყოფებს), მიუხედავად მათი მხრიდან მრავალი მოთხოვნისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბოლოდროინდელი ძალისხმევისა, კვლავ აქვთ პრობლემები სახელმწიფოს ახალი სტრატეგიებისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოპოვებაში. მთვარობა ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ არასამთვარობო ორგანიზაციებს დევნილთა განსახლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. ამ არგუმენტს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ, რათა გაამართლონ თავიანთი უნდობლობა სამოქალაქო სექტორის მიმართ. როგორც ჩვენი წინა კვირის ბლოგში ავღნიშნეთ, ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დევნილების მიმართ მთავრობის პოლიტიკის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს უკეთესი კომუნიკაციების მექანიზმის საჭიროებას როგორც სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას, ასევე დევნილებსა და მთავრობას შორის. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სრულყოფილი არ არის: ძირითად დონორებს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგულაურად მიუწვდებათ ხელი დევნილთა საკითხებში მთავრობის პოლიტიკის შესახებ, თუმცა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ასეთი საშუალება არ აქვთ. თავიანთი ფინანსური გავლენის წყალობით, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფორმალური კავშირების გარდა (სამეთვალყურეო საბჭი, ტექნიკური ექსპერტთა ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრები), არაფორმალური კომუნიკაციების მექანიზმებსაც ფლობენ. თუმცა ინფორმაციის ყველა ეს წყარო (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრები) ინგლისურენოვანია. თბილისის გარეთ მყოფი არასამთავროები არ არიან მიწვეულნი ამ შეხვედრებზე, მიუხევადად იმისა, რომ მათ შორის ბევრი რეგულარულად იმყოფება, ან ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი დედაქალაქში. თუმცა, ისინი რომც მიიწვიონ, ენობრივი ბარიერი მაინც შეუქმნიდა პრობლემას მათ ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრები შეხვედრები შედგეს ქართულ ენაზე, რადგან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციის მიღების სხვა ბევრი საშუალებაც გააჩნიათ. ამას გარდა, მთავრობას აქვს უზარმაზარი პოტენციური სარგებლის შანსი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობით, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელეწიფებათ დევნილთა შორის ინფორმაციის გავრცელება. იძულებით გადაადგილებულ პირთა უნდობლობა ოფიციალური ინფორმაციის მიმართ ძალიან მაღალია. თუ დევნილები სხვადასხვა აქტორთა მიერ გავრცელებულ ერთიდაიგივე ინფორმაციას მიიღებენ, მათი ნდობა ამ ინფორმაციის მიმართ გაიზრდება. პირდაპირი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე ადგილობრივ არასამთვარობოთა მუშაობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის და გამოასწორებს ახალი პოლიტიკის შესახებ დევნილთა ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ხარისხს. კომუნიკაციის პრობლემის გამოსასწორებლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სთხოვს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო შეხვედრები ჩატარდეს ქართულ ენაზე, ან ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალურ არასამთვარობო ორგანოზაციათა უფრო ფართო წრეების მოწვევა. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა აქვთ იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასთან თანამშრომლობაზე. "საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველო" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეთველყურეო საბჭოში ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელია. ჩვენ ბლოგისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამოქალაქო სექტორის უფრო ფართო წრეებს გავუზიარებთ საჯარო მასალებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკის შესახებ ქართულენოვანი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: lasha@transparency.ge

Author: მარიამ ხოტენაშვილი და ქეითლინ რაიანი