ENG

მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ

02 თებერვალი, 2018

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად, წარმოგიდგენთ მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შედეგებს, რომელთა ვებ-გვერდებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.

მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში:

  • მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ დადგენიელება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილებები არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

  • როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებებში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;

  • მესტიის შემთხვევაში დადგენილებით სულ 9 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული, წალენჯიხის შემთხვევაში კი 27, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დადგენილებებით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის  ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.

  • აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში

 

მესტიის მუნიციპალიტეტი:


წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:


 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შესაბამის დადგენილებებში შეიტანონ ცვლილებები და მოიყვანონ შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით