ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.
როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი (www.lanchkhuti.org.ge) გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
ლანჩუთის შემთხვევაში:
მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილება არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
ლანჩხუთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;
დადგენილებით სულ 24 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილებები და მოიყვანოს შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყოს ინფორმაციის სრულად ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.