ქუთაისის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქუთაისის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს

20 მარტი, 2018

ქალაქ ქუთაისის მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ქალაქ ქუთაისის საკრებულომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (http://kutaisi.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე განთავსებული საძიებო სისტემის გამოყენება რთულია, რაც აფერხებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.

  • ქალაქ ქუთაისის საკრებულოს N32 დადგენილება არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს ისეთი მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიცაა: ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი,  ბიუჯეტის შეასრულების ანგარიში; ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატის, პრემიის, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯის შესახებ და სხვა.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებზე

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად შეასრულონ 2014 წლის 27 აგვისტოს N32-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით განთავსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

იმის გამო, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს მიღებული N32 დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს  არ ადგენს, სასურველია, დადგენილებაში ცვლილებები შევიდეს, რათა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებას.   

დამატებით, ორგანიზაცია მოუწოდებს ქუთაისი მერიასა და საკრებულოს, შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები, ასევე გაამარტივონ მერიისა და საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდის საძიებო სისტემა.


 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით