განახლებადი ბლოგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განახლებადი ბლოგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

29 ოქტომბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს ორ პრესკონფერენციას გამართავს 12:30-ზე და 19:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 31 ოქტომბერს 11:30-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ twitter-ზე (@TIGeorgiaGeo,@TIGeorgiaEng), #GVote, #არჩევნები, #GVote2016

 

ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვენ მიერ არ დაფიქსირებულა.

 

17:15ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრი  იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული პირი მაინც დატოვა უბანზე. 

16:04 - ქუთაისში, 38.59 ოლქის 59-ე უბანზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ეწეოდა აგიტაციას უბანზე. 

მთაწმინდა, ოქროყანა #1 საარჩევნო ოლქის 32-ე უბანი. 

14:16 - მარნეულში 36.22 ოლქის 50-ე უბანთან შეკრებილი ხალხი. 

14:00 - სამგორის 13.06 ოლქის 71-ე უბანზე იძულებით გადაადგილებულ ამომრჩეველს უფლება მისცეს მხა მიეცა დევნილის მოწმობის გარეშე.

12:58 - მცხეთის 27.17 ოლქის 24-ე უბანზე გადასატან ყუთთან ერთად წაღებული ბიულეტენებიდან მოიტანეს ერთით ნაკლები, მიზეზი უცნობია, აცხადებენ რომ დაიკარგა.

12:30ხელვაჩაურის ორ უბანზე (72.83 ოლქის მე-20-ე და 45-ე) სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსისპირება მოხდა კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს შორის. ამ ეტაპზე სიტუაცია განმუხტულია.

ბათუმში 69.79 ოლქის მე-10-ე და გორის (თორტიზა) 41.32 ოლქის 35-3 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე.

გლდანის ერთ-ერთ უბანზე :)

09:34 -საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ყუთი უკან მოიტანეს უბანზე მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს. თუმცა ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანიი ყუთის სიაში იყო.

09:08 - მცხეთის 37.27 ოლქის 44-ე უბანზე "მონიტორინგის ცენტრი-მედიატორის" დამკვირვებელი ამომრჩევლებს ეკითხებოდა სახელს, გვარს, პირად ნომერს და დაბადების თარიღს. ჩვენი დამკვირვებელის მითითების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ დარეკა საოლქოში საიდანაც განუმარტეს, რომ თუკი ამომრჩეველი ნებაყოფლობით აწვდიდა ინფორმაციას, პრობლემას არ წარმოადგენდა. ჩვენი პოზიციით აღნიშნული ფაქტი იყო დარღვევა და საუბნო საარჩევნო კომისიამ გააძევა დამკვირვებელი უბნიდან.

09:05 - მარნეულის 36.22 ოლქის 27-ე უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მიაცემინეს ხმა. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.

09:00 - თბილისში მთაწმინდის 1.01 ოლქის მე-8-ე, სამგორის13.06 ოლქის 71-ე და კრწანისის 07.04 ოლქის მე-9-ე უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა საჩივრები.

08:55 - ბათუმის 69.79 ოლქის 65-ე უბანზე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი ეწეოდა აგიტაციას. ჩვენი დამკვირვებლის მითითებით კომისიის თავმჯდომარემ დროებით შეცვალა აღნიშნული კომისიის წევრი.

07:18 - ბაღდათში 51.52 ოლქის 13-ე უბანზე და ასევე რუსთავის 30.20 ოლქის 24-3 უბანზე ჩვენი დამკვირვებლები მხოლოდ საოლქოში დარეკვის შემდეგ შეუშვეს.

 

 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დაკვირვება შესაძლებელი გახდა შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით: Polish Aid, SolidarityFund PL, Open Society Georgian Foundation.

 

 

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”