აბაშის მერიის და საკრებულოს ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აბაშის მერიის და საკრებულოს ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ

15 თებერვალი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოგიდგენთ კვლევას მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ აბაშის მუნიციპალიტეტის შედეგებს:

  • აბაშის საკრებულომ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.abasha.ge და www.abasha-sakrebulo.ge)  განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი ინფორმაციის გამოქვეყნების ნუსხას - სრულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მხოლოდ 30%, ნაწილობრივ კი 15% ქვეყნდება.

  • არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ და ა.შ.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს აბაშის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით