ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინადადებები საკონსტიტუციო კომისიას

18 იანვარი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას საკუთარი წინადადებები წარუდგინა. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინიციატივები შემდეგ ძირითად საკითხებს შეეხება:

  • საქართველოს საგარეო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვა

  • საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, დღეს მოქმედი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მისი რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას.

  • სასამართლოს დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების გაზრდა

  • პროკურატურის დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების გაზრდა და იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან პროკურატურის გამიჯვნა.

  • საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება

  • სახელმწიფოს ფინანსების და ბიუჯეტის კონტროლის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება

  • საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების შექმნაში ოპოზიციის როლის გაზრდა

  • დაბალი საგადასახადო ტვირთისა და ეკონომიკური თავისუფლების შენარჩუნების გარანტიების კონსტიტუციაში ასახვა.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“