ENG

საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აუმჯობესებენ საკუთარ ვებ–გვერდებს

21 იანვარი, 2011

უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ვეცადე ბლოგპოსტების მეშევეობით გამეკრიტიკებინა ორი მონაცემთა ვებ–გვერდი: საჯარო სამსახურის ბიუროს შემოსავალთა დეკლარაციის ვებ–გვერდი – declaration.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერების ვებ–გვერდი tenders.gov.ge. მნიშვნელოვანი პრობლემა, ის იყო, რომ შეუძლებელი იყო ამ ვებ–გვერდებზე პირდაპირი ბმულების გამოყენება. საბედნიეროდ, ორივე ვებ–გვერდმა გამოასწორა ეს ხარვეზი. Tenders.gov.ge აქვეყნებს სატენდერო განაცხადის პირდაპირ ბმულებს ქვედა მარჯვენა კუთხეში: http://tenders.gov.ge/public/?go=5337, ხოლო declaration.ge-ზე ინდივიდუალური დეკლარაციების ბმულები გამართულად მუშაობს. არსებული კრიტიკის ფონზე საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უნდა იქნენ წახალისებულნი საკუთარი ვებ–გვერდების გამოსწორების თვალსაზრისით. მიუხევადად იმისა, რომ ეს პრობლემა შედარებით ადვილად მოგვარებადი იყო, მისასალმებელია, რომ ეს დაწესებულებები მუდმივად მუშაობენ მათი ვებ–გვერდების გამოსასწორებლად და ვიმედოვნებ, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური ხარვეზებიც მოგვარდება. მე ვურჩევ სხვა დაწესებულებებსაც მიჰყვნენ ამ ორი სააგენტოს მაგალითს და გაითვალისწინონ რჩევები ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“. მე ასევე მსურს მადლობა გადავუხადო იმ მკითხველებს, რომელთაც კომენტარი გააკეთეს ორივე ბლოგპოსტზე და შემატყობინეს, რომ პრობლემები მოგვარებულია.

Author: დერეკ დოლერი