ENG

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში: 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების პარტიათა დაფინანსების და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოში 2012 წლის არჩევნების პერიოდში პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს მიადევნებს თვალყურს, როგორიცაა სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. მონიტორინგი ასევე მოიცავს ოფიციალურად წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მონაცემების შემოწმებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შეეცდება აამაღლოს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება სახელმწიფო რესურსების გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე აქტიურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში. პროექტის მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორც მმართველი პარტიის სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებით, ასევე საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდით.

რეგიონალურ ჟურნალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეს პროექტი შეეცდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართოს მონიტორინგში. პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის ურთიერთკავშირი გადამწყვეტ როლს ითამაშებს პროექტისთვის. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არიან პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა. სახელმწიფო რესურსების მონიტორინგი მთელს ქვეყანას მოიცავს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს, აქ ორგანიზაცია გამოიყენებს შერჩევის მეთოდს და რამდენიმე დიდ ქალაქში და დაბაში მიადევნებს თვალყურს საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

Status: Active
Related Posts
elections