ENG

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის – უკეთ გამოვიყენოთ ღია მონაცემები

29 ივლისი, 2014

საქართველოში ბევრი ონლაინ რესურსია, რომელთა აქტიური გამოყენებაც ჟურნალისტებს მასალების მომზადებას გაუადვილებს. მაგალითად, სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე თავმოყრილია მონაცემები კომპანიებისა და მათი მფლობელების შესახებ; მარტივადაა ხელმისაწვდომი საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები, მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ თუ პოლიტიკური პარტიების შემომწირველების ვინაობა.

ქართული მედიასაშუალებები დღემდე სრულად არ იყენებენ  ინტერნეტ სივრცეში არსებულ ღია მონაცემებს. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ სასარგებლო ონლაინ რესურსები ერთად შეკრიბა და ჟურნალისტებისთვის სახელმძვანელოს სახით გამოაქვეყნა. ჩვენი მიზანია ჟურნალისტებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყანაში არსებული ღია მონაცემების შესახებ და ამ გზით ხელი შევუწყოთ მათ ხშირ გამოყენებას საზოგადოებისთვის საინტერესო მასალების მოსამზადებლად.

ეს სახელმძღვანელო შეიცავს როგორც სასარგებლო რესურსების ჩამონათვალს, ასევე – მითითებებს და რჩევებს ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ქართული და უცხოური მონაცემთა ბაზები.

ჩვენი სურვილია ეს სახელმძღვანელო პერიოდულად განვაახლოთ და მას ახალი საინტერესო ვებსაიტები შევმატოთ. შესაბამისად, თუ გაქვთ ინფორმაცია სასარგებლო ონლაინ რესურსების შესახებ, რომლებიც ამ სახელმძღვანელოში არ არის მოხსენიებული, გთხოვთ, შეგვატყობინოთ: ana.dabrundashvili@transparency.ge  

Open Data Guidebook

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“