გურიის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ხარჯები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაცემული პერმიის, სახელფასო დანამატისა თუ სხვა ხარჯების შესახებ. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2016 წელს გურიის მხარის ოთხ მუნიციპალიტეტში (ქ. ოზურგეთი, თემი ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური) გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, ასევე ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მოვილნებებსა და საწვევის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.
შრომის ანაზღაურება:
-
2016 წელს გურიის ოთხ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 6,775,832 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში - 5,047,126 ლარი, საკრებულოებში კი 1728,832 ლარი
-
რაც შეეხება პრემიასა და სახელფასო დანამატს, 2016 წელს ჯამში 507,675 ლარი იქნა გაცემული, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 368,780 ლარი, საკრებულოებში კი 138, 895 ლარი;
-
აღსანიშნავია, რომ პრემია და სახელფასო დანამატი არ გაცემულა ჩოხტაურის გამგეობასა და საკრებულოში
-
მუნიციპალიტეტებს ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული დამსახურებისათვის იქნა მოხელეებზე პრემია ან სახელფასო დანამატი გაცემული, როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, პრემის გაცემა უმრავლეს შემთხვევაში სხვადასხვა დღესასწაულებზე ხდება
-
2016 წელს ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიცა, ჯამში 284,965 ლარის ოდენობით.
საწვავი:
-
2016 წელს გახარჯული საწვავის (ბენზინი/დიზელი) მოცულობისა და მისი ჯამური ღირბულების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ასევე 2016 წელს შესყიდეული საწვავის ღირებულობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულობ, არ შესაბამისად აღნიშნული მონაცემები კვლევაში არასრულად არის წარმოდგენილი;
-
2016 წელს, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების მიერ 247,530 ლიტრი (247.53 ტონა) საწვავი იქნა გახარჯული, რომლის ღირებულებამ 301,968 ლარი შეადგინა;
-
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების გამგებლების/მერის და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტი ერთ თვეზე საშუალოდ 500-750 ლიტრს შეადგეს;
-
ოზურგეთის გამგებლის მიერ 2016 წელს 7,396. ლიტრი ბენზინი იქნა გახარჯული, რომლის ღირებულებამაც 8,278.14 ლარი შეადგინა, თემი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ 8,865.95 ლარის ღირებულების 6,311.18 ლიტრი ბენზინი იქნა გახარჯული;
-
ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ ჯამში 7,919.26 ლიტრი ბენზინი იქნა გახარჯული, მასში გადახდილმა თანხამ კი 11,086.96 ლარი შეადგინა; ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის მიერ მიერ 4,400.11 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, ღირებულებით 6,160.15 ლარი;
-
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის მიერ 10,079 ლარის ღირებულების 6,100 ლიტრი ბენზინი იქნა გახარჯული.
სატელეკომუნკაციო ხარჯები:
-
გურიის მუნიციპალიტეტებიმა სატელოფონო კომუნკაციებზე 96,424.55 ლარის ხარჯი გაწიეს, მათ შორის გამგეობებმა/მერიებმა 65,999.25 ლარი, საკრებულოებმა კი 30 425 ლარი.
სამივლინებო ხარჯები:
-
თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 29,605.28 ლარი დაიხარჯა, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 22,720.26 ლარი, საკრებულოებსი მიერ კი 6,885.02 ლარი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით:
-
დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულების სანაცვლოდ.
-
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტბის უმრავლესობას მიღებული აქვს დადგენილება პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ, თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს დადგენილებები შეიცავენ მნიშვნელოვან ხაზვეზებს და იძლევიან პრემიის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლებას