27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია

21 ივნისი, 2016

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 პუნქტის თანახმად, "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს."

ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და რეგიონების მიხედვით წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას არ აქვთ გათვალისწინებული:

სამეგრელო-ზემო სვანეთი:

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 1 828 600 ლარი, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების - 5 993 100 ლარის 30.5%-ია; ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე 1 996 400 ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრების 7 627 300 ლარის 26.17%-ია; წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მონაცემი 25.4 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 722 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 754 700 ლარი); მესტიის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.4 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 809 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 580 900 ლარი); სენაკის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.7 %-ია (შრომის ანაზღაურება 2 012 400 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 260 600 ლარი); აბაშის მუნიციპალიტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 28.2 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 764 600 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 241 900 ლარი).

გურია

ჩოხტაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.96 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 177 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 4 534 200 ლარია).

აჭარა1

შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 348 160 ლარი,  ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 4 205 960 ლარი). ქედის მუნიციპალიტეტში2  შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 52.35%-ია3 (შრომის ანაზღაურება - 2 563 700 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები - 4 896 774 ლარი)

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

თვითმმართველი თემი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 34.94 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 283 300 ლარი, ბიუჯეტოთ გათვალისწინებული ხარჯები - 3 672 600 ლარი). ონის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 35.89 %-ია (შრომის ანაზღაურება 985 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები - 2 746 300 ლარი). ლენტეხის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.38 %-ია (შრომის ანაზღაურება 992 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 2 973 700 ლარი)

იმერეთი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.28 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 349 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 338 800 ლარი). ვანის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო  ხარჯების 27.77 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 619 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 829 000 ლარი). საჩხერის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 26.85 %-ია (შრომის ანაზღაურება - 2 133 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 944 600 ლარი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.93 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 648 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 6 355 100 ლარი).

სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 991 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 7 359 000)

ასპინძის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.02 %-ია (შრომის ანაზღაურება - 932 800 ლარი, იუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 2 913 000)

ნინოწმინდაში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საიბუჯეტო ხარჯების 32.94%-ია (შრომის ანაზღაურება - 1 315 300 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 992 200 ლარი)

ადიგენის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 31.39%-ია (შრომის ანაზღაურება - 1 067 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 401 400 ლარი)

თემი ახალციხის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 31.52 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 302 800 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 4 133 200 ლარი)

ქვემო ქართლი

წალკის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.61%-ია (შრომის ანაზღაურება 1 3403 00 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 987 300 ლარი)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 26.24%-ია (შრომის ანაზღაურება 1 547 400 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 5 897 100 ლარი)

დმანისის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 29.97%-ია (შრომის ანაზღაურება 1 122 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 743 300 ლარი)

შიდა ქართლი

ქარელი საბიუჯეტო ხარჯების 25.44 % (შრომის ანაზღაურება 1 838 200 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 7 225 200 ლარი)

მცხეთა-მთიანეთი

ყაზბეგი საბიუჯეტო ხარჯების 28.22% (შრომის ანაზღაურება 801 700 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 2 840 000 ლარი)

კახეთი

თემი თელავი საბიუჯეტო ხარჯების 27.25% (შრომის ანაზღაურება 1 780 600 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 6 533 300 ლარი)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს:

  1. შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში  მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლით  დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების და შრომის ანაზღაურების 25%-იან ზღვართან.

  2. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს  შორის გადაანაწილონ.

_______________________________________________

1 ჩვენს მიერ მოგვიანებით იქნა დადგენილი, რომ  შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ იგი საბიუჯეტო ხარჯების 44.24 %-ს შეადგენს  (შრომის ანაზღაურება 6 244 634 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 14 114 013 ლარი).

2 2016 წლის 16 ივნისს, მას შემდეგ რაც ჩვენ მონაცემების ანალიზი დასრულებული გვქონდა გამოქვეყნდა ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალი ვერსია, რომლის მიხედვითაც ხარჯები შემცირდა 4,896,774 ლარიდან 4,885, 899 ლარამდე, ხოლო შრომის ანაზღაურება  2,563, 700 ლარიდან -- 2,512,000 ლარამდე, რამაც შრომის ანაზღაურების და ხარჯების შეფარდება 52.35%-დან 51.41%-მდე შეამცირა.

3 ქედის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების მუხლით აღრიცხულია შტატგარეშე მოსამსახურეთა და აიპების შრომის ანაზღაურება, რაც, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების და სუბსიდიების მუხლებით უნდა აღრიცხულიყო. ეს წარმოადგენს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ ფინანსთა მინისტრის #672-ე ბრძანების მოთხოვნების უხეშ დარღვევას. ქედას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის უნდა მოეხდინა საქონლისა და მომსახურების მუხლით გაწეული შრომის ანაზღაურების კონსოლიდირება და არა შრომის ანაზღაურების მუხლში ასახვა. ასევე სრულიად არასწორია აიპების ანაზღაურების შრომის ანაზღაურების მუხლით გატარება, რაც ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი პრობლემაა.

შრომის ანაზღაურების მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აღრიცხვის შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურება გამოვიდოდა ხარჯების 27.3%, რაც კოდექსს ისევე არღვევს, როგორც 52%, თუმცა ის, რომ შრომის ანაზღაურება კანონმდებლობის დარღვევით არის დათვლილი მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსოლიდირება, რაც ქედის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არის ის, რის გაკეთებასაც მოვუწოდებთ მთავრობას, თუმცა კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებებამდე შრომის ანაზღაურების კონსოლიდირება შრომის ანაზღაურების მუხლში არის მოქმედი რეგულაციის უხეში დარღვევა. როგორც აღვნიშნეთ, ქედას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის უნდა მოეხდინა „საქონლისა და მომსახურების” მუხლით, მაგრამ არა სუბსიდიების მუხლით გაწეული, შრომის ანაზღაურების კონსოლიდირება (25%-იანი ზღვარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად) და არა შრომის ანაზღაურების მუხლში ასახვა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“