პაატა ლოხიშვილი
პაატა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში" 2011 წლის ივნისიდან მუშაობს სასამართლოს მონიტორინგის სამსახურში, ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და იურიდიული უფლებამოსილებებით აღჭურვის პროექტში, რომელიც სასამართლოს მონიტორინგისა და საკუთრების უფლებების საკითხებისკენაა მიმართული. პროექტში პაატას ფუნცია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეების მონიტორინგი და მოქალაქეთათვის საკუთრების უფლების დარღვევებთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციების გაცემა იყო.
2011 წლის სექტემბერში პაატა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროექტს შეუერთდა იურიდიულ ასისტენტად ადმინისტრაციული რესურსების, ასევე, კამპანიებისა და პარტიების დაფინანსების კუთხით სამუშაოდ. პროექტში პაატას ამოცანები იყო: ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სოციალური პროგრამები, პოლიტიკური პარტიების საჯარო საქმიანობები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული პროექტები; ასევე, მოძიებული ინფორმაციის შესაბამისი გზებით გამოქვეყნება პრეს რელიზებში, ბლოგებსა თუ განცხადებებში.
