ნანა ლობჟანიძე

Print this pagePrint this pageSend

ნანა ლობჟანიძე 1975 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. 1996 წელს მან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი დაამთავრა და ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. 1996–2000 წლებში მუშაობდა ქუთაისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრაზე. 2004 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტში და 2006 წელს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი აიღო.

ნანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2006 წლიდან შეუერთდა, როგორც საპარლამენტო პროგრამის ასისტენტი. 2007 წლიდან ის ორგანიზაციის ერთ–ერთი პროექტის კოორდინატორი იყო. 2008 წელს ნანა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კომუნიკაციების ოფიცერი გახდა. საზოგადოებასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარდა, ნანა ორგანიზაციაში სტაჟორობის პროგრამის კოორდინატორია.

კომუნიკაციების ოფიცერი
nana.jpg