მარიანა კიკუ
მარიანა კოორდინირებას უწევს ორგანიზაციის ყველა პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, ის მართავს სამხრეთ კავკასიაში ინფორმაციის თავისუფლების პროექტს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომდე“ მარიანა ევროპის საბჭოს მიერ მივლენილი იყო მოლდოვაში ადამიანის უფლებების კომპონენტების კუთხით სამუშაოდ.
მარიანა ფლობს უნგრეთში, ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებების მიმართულებით და იქვე ასრულებს სადოქტორო ხარისხზე მუშაობას. ის მიწვეული იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, რომელიც შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ–იორკში მდებარეობს. მარიანა ასევე ასწავლის კავკასიის სამართლის სკოლაში.
პროექტების მენეჯმენტისა და კოორდინირების გამოცდილების გარდა მარიანა განსაკუთრებით დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დავებზე მუშაობისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.

