მათიას ჰუტერი
2009 წელს დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მათიასი "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" შეუერთდა და ამჟამად მედიის განვითარების მიმართულებით მუშაობს. ის ასევე დაინტერესებულია კერძო სექტორის გაუმჯობესებისა და ღია მმართველობის საკითხებით.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიის კუთხით ავსტრიისა და ევროპის სხვადასხვა გამოცემებში დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილებით მათიასი სიახლეებისა და მედიის მიმართულებით კვლავ აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ის ასევე დასაქმებული იყო ავსტრიულ ყოველთვიურ დამოუკიდებელ ჟურნალში " Datum" და ავსტრიულ ყოველდღიურ გამოცემებში, ავსტრიის საჯარო მაუწყებელში და ევროკავშირის საბჭოს ბრიუსელის ოფისში.
მათიასი ფლობს ავსტრიის FHWien–ის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხს, ვენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის დიპლომს და ბოლონიისა და ვაშინგტონის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების გაღრმავებული საერთაშორისო კვლევების სკოლის მაგისტრის ხარიხს კონფლიქტის მენეჯმენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
მათიასი 2010 წელს დროებით ეკავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის თანამდებობა .

